ევრო 2025 | საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ევრო 2025 | საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

ევრო 2025-ის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტრენჩინში პორტუგალიას დაუპირისპირდა, 0:4 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.


საქართველო – პორტუგალია 0:4


 გოლი: 0:1 პინეირო (24. კუენდას პასით). 0:2 კუენდა (62. სას პასით). 0:3 გომისი (87. სას პასით). 0:4 არაუჟო (90+5 – პენალტით).

საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, იაკობიძე, ხვადაგიანი, აზაროვი (67. მამაცაშვილი), გ. მამაგეიშვილი (67. ეგოიანი), ლომინაძე, ო. მამაგეიშვილი (85. მორჩილაძე), ოდიშარია, აბუაშვილი (51. ბედოშვილი), კვერნაძე.

სათადარიგოები: მაქაცარია, თანდილაშვილი, ოსიყმაშვილი, ოდიშვილი, გაგნიძე, სიგუა, გორდეზიანი.

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.

პორტუგალია: სოარეში, პინეირო, ლამბა, მუნიზი, მაზინიო, მ. ფერნანდეში (61. სა), ნაშიმენტუ, ბერნარდო (82. კ. მარკეში), კუენდა (82. გომისი), რ. ფერნანდეში (46. დე ამორიმი), ტომაში (67. არაუჟო).

სათადარიგოები: კარვალიო, პინტუ, როდრიგეში, სანტუში, ფიგეირედო, ჟ. მარკეში, ფორბსი.

მწვრთნელი: რუი ჟორჟე.

გაფრთხილება: რ. ფერნანდეში (45+1). კვერნაძე (53). გ. მამაგეიშვილი (55). მ. ფერნანდეში (62). ლომინაძე (72).

გაძევება: ოდიშარია (5)

არბიტრი: ე. მასიევი (აზერბაიჯანი).

რამაზ სვანაძემ ტრავმირებული საბა საზონოვი „დინამო თბილისის“ მცველით, ირაკლი იაკობიძით შეცვალა, ხოლო ნახევარდაცვაში ლუკა გაგნიძის ნაცვლად ოთარ მამაგეიშვილი ათამაშა. ტრენჩინის სტადიონზე მრავლად იყვნენ ქართველი ქომაგები, რომლებიც გუნდს აქტიურად ამხნევებდნენ.

მე-5 წუთზე მთავარმა არბიტრმა ლაშა ოდიშარია პორტუგალიელ მცველთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევა. 10 ფეხბურთელით დარჩენამ საქართველოს ნაკრების თამაშზე გავლენა მოახდინა. პორტიუგალიელები უტევდნენ, ქართველი ფეხბურთელები კი თავს დიდი ძალებით იცავდნენ.

მე-13 წუთზე პირველი რეალური საგოლე მომენტი კონტრშეტევაზე ირაკლი აზაროვმა შექმნა – პორტუგალიელების მეკარემ საიმედოდ ითამაშა და გუნდი გადაარჩინა. 24-ე წუთზე როდრიგო პინეიროს დარტყმის შემდეგ მეკარე ლუკა ხარატიშვილმა ბურთი ვერ შეიმაგრა და პორტუგალიამ ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში პორტუგალიელებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს და, საბოლოოდ, შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ერთი მოგებით დაასრულა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამაზ სვანაძის გუნდმა მაქსიმალურ შედეგს მიაღწია, ამ ნაკრებიდან კი რამდენიმე მოთამაშის ეროვნულ გუნდში დაწინაურება გამორიცხული არ უნდა იყოს  – ჩვენთვის დასრულებულმა ტურნირმა ეს გამოაჩინა.

მატჩის შემდეგ ტრენჩინში შეკრებილმა ქართველმა გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადეს და მოედნიდან ოვაციებით გააცილეს.