ევრო 2025 | ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე ნახევარფინალური წყვილიც ცნობილია #1TVSPORT
ევრო 2025 | ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე ნახევარფინალური წყვილიც ცნობილია #1TVSPORT

სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში გერმანიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა იტალია დამატებით დროში 3:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარის სტარტზე იტალიელები დაწინაურდნენ, მაგრამ გერმანელებმა მოახერხეს წინ გასვლა – ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, ნიკ ვოლტემადემ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი მისი გადაცემით ვეიპერმა მეორე ბურთი გაიტანა.

81-ე წუთზე იტალიას ვილფრიდ გნონტო გაუძევეს, 89-ეზე კი ზანოტიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „სკუადრა აძურა“ ცხრა ფეხბურთელით დარჩა, მაგრამ 90+6-ე წუთზე იტალიელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც გერმანელებმა რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლეს და 3:2 მოიგეს.

გერმანიის ნაკრების მეტოქე საფრანგეთი იქნება, რომელმაც დანია 3:2 დაამარცხა.

ნახევარფინალები 25 ივნისს გაიმართება.

20:00 | ნიდერლანდები – ინგლისი

23:00 | საფრანგეთი – გერმანია