ევრო 2024 | თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ვინჩენცო მონეტლა - საქართველო ძლიერი მოწინააღმდეგეა, სადებიუტო მატჩში ძალიან მოტივირებული იქნება #1TVSPORT
ევრო 2024 | თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ვინჩენცო მონეტლა - საქართველო ძლიერი მოწინააღმდეგეა, სადებიუტო მატჩში ძალიან მოტივირებული იქნება #1TVSPORT

18 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თურქეთს დაუპირისპირდება. ამ გუნდს იტალიელი სპეციალისტი ვინჩენცო მონტელა წვრთნის, რომელმაც წინა დღეს პრესკონფერენციაზე საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა.

„გერმანიაში ჩვენი მრავალრიცხოვანი ქომაგის წინაშე თამაში დიდი პატივია. საქართველო რთულად დასაძლევი მოწინააღმდეგეა. ამასთან, სადებიუტო მატჩში ძალიან მოტივირებული იქნება. იოლი მატჩი არ გველის, უნდა მშვიდად ვიყოთ და ორგანიზებულად ვითამაშოთ. აქ ოცნების ასახდენად ჩამოვედით. ამისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ“.