ევრო 2024 | ოთარ კიტეიშვილმა საქართველოს ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა #1TVSPORT
ევრო 2024 | ოთარ კიტეიშვილმა საქართველოს ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, 24 ივნისს ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. რაც ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, გელზენკირხენში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

25 ივნისს, თბილისის დროით 15:45 საათზე წინსამატჩო პრესკონფერენცია შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, „არენა აუფ შალკეზე“ გაიმართება. პრესკონფერენციის შემდეგ, 20:00 საათზე „ჯვაროსნები“ მატჩისწინა ვარჯიშს ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებენ. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის პირველი 15 წუთი ღია იქნება, 19:15-დან იმუშავებს შერეული ზონა (Mixed Zone).

25 ივნისის განრიგი (თბილისის დროით):

15:45 – საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (გელზენკირხენი, არენა აუფ შალკე).

20:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი).