ევრო 2024 | მალხაზ მუსერიძემ ნაკრების მოთამაშეებს მიმართა - ხალხს თქვენი იმედი აქვს #1TVSPORT
ევრო 2024 | მალხაზ მუსერიძემ ნაკრების მოთამაშეებს მიმართა - ხალხს თქვენი იმედი აქვს #1TVSPORT

საფეხბურთო მენეჯერმა, მალხაზ მუსერიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, რომელშიც იმ ემოციებსა და იმედებზე საუბრობს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლამ რომ გამოიწვია.

„ისტორიული მატჩიდან 24 საათზე მეტი გავიდა. ამ 24 საათის განმავლობაში ბევრ სხვადასხვა საქმეზე მომიწია ქალაქში სიარული. მოვხვდი მარკეტში, აფთიაქში, სალონში, სავაჭრო ცენტრში, კლინიკაში, ბანკში…

და ყველგან, აბსოლუტურად ყველგან, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ მოზარდი, ყველა თქვენზე ფიქრობს, თქვენს თავდადებაზე საუბრობს, თქვენს გუნდურობაზე მსჯელობს, თქვენს ტაქტიკას, ტექნიკას, ოსტატობას გატაცებით განიხილავს, თქვენი ერთსულოვნება ეამაყება, თქვენი სწამს, სჯერა და ეიმედებით.

მე არ ვაპირებ ახლა ჩემი პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში აზრის გაზიარებას თქვენთვის, ერთს გეტყვით მხოლოდ, ჩვენს ძვირფას ბიჭებს – ძმებო! კაცებო! ვაჟკაცებო! თქვენს ხალხს თქვენი იმედი აქვს!

დღეს თითოეული მათგანის ხმაში – თქვენი გამარჯვების რწმენა ისმოდა! თქვენი გამარჯვებისა იყოს ბიჭებო თქვენ ხართ საქართველო და თქვენია გამარჯვება!“, – წერს მალხაზ მუსერიძე.