ევრო 2024 | კრიშტიანო რონალდო - პირველი ადგილი გარანტირებული გვაქვს, ვამაყობ ამ გუნდით #1TVSPORT
ევრო 2024 | კრიშტიანო რონალდო - პირველი ადგილი გარანტირებული გვაქვს, ვამაყობ ამ გუნდით #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში თურქეთი 3:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

მანამდე, პირველ ტურში პორტუგალიამ ჩეხეთს 2:1 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 ქულა აქვს და ჯგუფურ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებს.

პორტუგალიელთა წარმატებას გუნდის ლიდერი კრიშტიანო რონალდო სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„პირველი ადგილი გარანტირებული გვაქვს, ვამაყობ ამ გუნდით, ჩვენ პორტუგალიის ნაკრები ვართ“.

F ჯგუფის მესამე ტურის მატჩს პორტუგალია საქართველოსთან 26 ივნისს ჩაატარებს. ჩვენს გუნდს ერთი ქულა აქვს და პლეი ოფში გასვლის შანსი ჯერ კიდევ რჩება, ამისთვის ვილი სანიოლის გაწვრთნილმა ნაკრებმა აუცილებლად ქულები უნდა მოიპოვოს.