ევრო 2024 | იულიან ნაგელსმანი - შოტლანდიის ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელმაც დიდი პროგრესი განიცადა #1TVSPORT
ევრო 2024 | იულიან ნაგელსმანი - შოტლანდიის ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელმაც დიდი პროგრესი განიცადა #1TVSPORT

გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელშიც გერმანია შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება.

„შოტლანიის ნაკრებს რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, ეს ძლიერი გუნდია, რომელმაც დიდი პროგრესი განიცადა. ასევე აღსანიშნავია მათი მენტალიტეტი.

გერმანიის ნაკრები წნეხის ქვეშ ითამაშებს, რადგან პირველი თამაშის მოგება გვსურს. ბოლო მატჩებში ნაჩვენები სათამაშო ხარისხით კმაყოფილი ვარ. ახლა ჩვენს გუნდს წარმატებისთვის ყველაფერი აქვს და გვსურს, ეს მოედანზე ვაჩვენოთ“, – განაცხადა ნაგელსმანმა.

გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.