ევრო 2024 | გიორგი ქოჩორაშვილი - მთავარია შეცდომები გავაანალიზოთ და ჩეხეთთან თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ #1TVSPORT
ევრო 2024 | გიორგი ქოჩორაშვილი - მთავარია შეცდომები გავაანალიზოთ და ჩეხეთთან თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან გამართულ მატჩზე სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი ჩეხეთთან შეხვედრაში შეცდომების გამოსწორებას შეძლებს.

„ვეცადეთ, რომ სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გულშემატკივრებისთვის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ. ახლა მთავარია შეცდომები გავაანალიზოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ ჩეხეთთან თამაშისთვის. მადლობა ქართველ ქომაგებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან საოცარი მხარდაჭერისთვის“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა და „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.