ევრო 2024 | ჩემპიონატს გერმანია-შოტლანდია გახსნის - წილისყრის შემდეგ 24 გუნდი ექვს ჯგუფში განაწილდა #1TVSPORT
ევრო 2024 | ჩემპიონატს გერმანია-შოტლანდია გახსნის - წილისყრის შემდეგ 24 გუნდი ექვს ჯგუფში განაწილდა #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის წილისყრა. პირველობის მონაწილე 24 გუნდი 6 ჯგუფში განაწილდა. მათგან საუკეთესო თექვსმეტი ნაკრები ბრძოლას პლეი ოფში განაგრძობს.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში გაიმართება. გახსნის მატჩში ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან.

A ჯგუფი: გერმანია, უნგრეთი, შოტლანდია, შვეიცარია.

B ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, ალბანეთი, იტალია.

C ჯგუფი: სლოვენია, ინგლისი, დანია, სერბეთი.

D ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრია, ნიდერლანდები, პლეი ოფი (A ლიგა).

F ჯგუფი: ბელგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, პლეი ოფი (B ლიგა).

F ჯგუფი: პორტუგალია, თურქეთი, ჩეხეთი, პლეი ოფი (C ლიგა).

სამი ფინალისტი 2024 წლის მარტში ერთა ლიგის პლეი ოფის შემდეგ გაირკვევა – ნახევარფინალები 21 მარტს გაიმართება, ფინალები – 26 მარტს.

პლეი ოფი (A ლიგა): პოლონეთი, უელსი, ფინეთი, ესტონეთი.

პლეი ოფი (B ლიგა): ისრაელი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უკრაინა, ისლანდია.

პლეი ოფი (C ლიგა): საქართველო, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, საბერძნეთი.