ევრო 2023-ის წილისყრა პირველ არხზე - 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა #1TVSPORT
ევრო 2023-ის წილისყრა პირველ არხზე - 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა #1TVSPORT

დღეს,18 ოქტომბერს, ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ფინალურ ეტაპზე გასული 16 გუნდი, რომელიც რეიტინგის მიხედვით 4 კალათშია გადანაწილებული, წილისყრის შედეგად ოთხგუნდიან ჯგუფს დააკომპლექტებს.

ტურნირის მასპინძელი საქართველოს ნაკრები ავტომატურად A ჯგუფში ითამაშებს, ხოლო რუმინეთი – B ჯგუფში.

პირველი კალათა

ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი

მეორე კალათა

ნიდერლანდები, ინგლისი, იტალია, რუმინეთი

მესამე კალათა

ხორვატია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი

მეოთხე კალათა

უკრაინა, ნორვეგია, ისრაელი, საქართველო

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.

საქართველო

ბათუმი, ბათუმი არენა: C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი

ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, მესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, პაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით

რუმინეთი

ბუქარესტი, გიულეშტი: B ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

ბუქარესტი, სტიაუას სტადიონი: B ჯგუფის სამი მატჩი რუმინეთის ნაკრების მონაწილეობით, ნახევარფინალი

კლუჟ-ნაპოკა, კლუჟის სტადიონი: D ჯგუფის სამი მატჩი

კლუჟ-ნაპოკა, კლუჟ არენა: D ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის წილისყრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.