ევრო 2023 | ბოლო მონაცემებით, ჩემპიონატის მატჩებს გულშემატკივართა საერთო რაოდენობის 71% საქართველოში დაესწრო #1TVSPORT
საქართველოსა და რუმინეთში გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე არა მხოლოდ ტურნირის ერთ მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა, არამედ გულშემატკივართა ყველაზე დიდი ჯამური რაოდენობაც დაფიქისრდა.
წინა რეკორდი 27 წლის წინ, 1996 წელს ბარსელონაში, ესპანეთისა და იტალიის ფინალური შეხვედრის დროს დამყარდა – მაშინ თამაშს 35,500 ადამიანი დაესწრო. საქართველოში ეს მაჩვენებელი ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მატჩზე სამჯერ გაუმჯობესდა: ბელგიასთან (41,886), ნიდერლანდებთან – (43,043) და ბოლოს – ისრაელთან (44,338).
ამავე დროს, ტურნირის არსებობის ისტორიაში გულშემატკივართა ყველაზე დიდი ჯამური დასწრება საქართველოსა და რუმინეთში დასრულებულ ჩემპიონატზე დაფიქსირდა, რაშიც საქართველოს წილი ბევრად მეტია.
სულ ტურნირი ტრიბუნებიდან 318,87 გულშემატკივარმა იხილა. რომელთა საერთო რაოდენობის 71,22% (227,111 მაყურებელი) საქართველოს სტადიონებზე გამართულ მატჩებზე მივიდა, რუმინეთში კი – მხოლოდ 28,78%.