ევრო 2020-ის პარტნიორ კომპანიებს მიუთითეს - შეწყვიტონ ტურნირისთვის მუშაობა
ევრო 2020-ის პარტნიორ კომპანიებს მიუთითეს - შეწყვიტონ ტურნირისთვის მუშაობა

უეფამ, როგორც ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება ევრო 2020-ის გადატანის შესახებ, – იტყობინება The Athletic.

წყაროს ცნობით, ევრო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტთან მომუშავე დისტრიბუტორ ფირმებს მიუთითეს – შეწყვიტონ ტურნირისთვის მზადება. ასევე მათ მისცეს რეკომენდაცია – იფიქრონ, როგორ ჩაატარონ ჩემპიონატი მომავალი წლის ზაფხულში.

ასე რომ, ყველა ელოდება 17 მარტს უეფასგან იმის გამოცხადებას, რომ ევრო 2020 2021 წლის ზაფხულისთვის არის გადატანილი.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ფიფამ ნება დართო კლუბებს – არ გაუშვან საკუთარი ფეხბურთელები ნაკრებებში.