ევრო 2020 | დანია VS ფინეთი 0:1 [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2020 | დანია VS ფინეთი 0:1 [ვიდეო] #1TVSPORT

74′ წუთი. ფინეთის ნაკრების საჯარიმოში პოულსენის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ჰოიბერგმა ვერ გამოიყენა:

60′ წუთი. ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ პოჰიანპალომ ფინეთის ნაკრების ისტორიული გოლი გაიტანა და თანაგუნდელები 1:0 დააწინაურა. ეს გახლადათ სუომელების პირველი გოლი ევროპის ჩემპიონატებზე.

51′ წუთი. გაფრთხილება – სპარვი (ფინეთი)

მატჩი 20:42 საათზე შეწყდა და 22:30-ზე განახლდა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ერიკსენის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

42′ წუთი. მარცხენა ფლანგზე ბურთის მიღების შემდეგ დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა. მასთან წამიერად გაჩნდა სამედიცინო პერსონალი. რამდენიმე წუთში ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფეხბურთელი გონს მოვიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. უეფა-მ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

14′ წუთი. ჰოიბერგის სახიფათო დარტყმა ფინეთის მეკარემ ხელში დააფიქსირა.

4′ წუთი. გაფრთხილება – ლოდი (ფინეთი)

ისტორიული ფოტო: ფინეთის ნაკრების თერთმეტეული პირველ დიდ შეჯიბრებაზე. აქამდე სუომელებს არც მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშიათ და არც ევროპაზე.

დანია-ფინეთი. შემადგენლობები