ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა ასტანაში, ირანთან თავისუფალ სავაჭრო ზონაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა ასტანაში, ირანთან თავისუფალ სავაჭრო ზონაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა ირანთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ დროებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ყაზახეთის ნაციონალური ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა.

ყაზახეთის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეთანხმება სამი წლის ვადით გაფორმდა და ის გარკვეულ შეთანხმებულ საქონელზე გავრცელდება.

როგორც უწყებაში განმარტეს, თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმებით ირანული ბაზარი უფრო ხელმისაწვდომი გახდა, კერძოდ შესაძლებელია ირანში საქონლისა და ცხვრის ხორცის, ბურღულეულის, მცენარეული ზეთის, მაკარონის, საკონდიტრო ნაწარმის, მილების და სხვა პროდუქციის შეღავათიანი პირობებით ექსპორტი.

ყაზახეთის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სამომავლოდ მხარეები გეგმავენ, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ სრულფორმატიან შეთანხმებაზე გადავიდნენ, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების შესაბამისად იმოქმედებს.