ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერებმა ასტანაში შეხვედრაზე სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებთან დაკავშირებული ვითარება განიხილეს
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერებმა ასტანაში გამართულ შეხვედრაზე სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებთან დაკავშირებული ვითარება განიხილეს.
ლიდერებმა სომხეთთან დაკავშირებით განცხადება მიიღეს.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სომხეთის ევროკავშირისკენ სვლასთან დაკავშირებით გაურკვევლობა არ არსებობს და ევროკავშირისკენ სწრაფვისას, რაც სომხეთის აბსოლუტური სუვერენული უფლებაა, სომხეთს არ შეუძლია და ეს არც უნდა გააკეთოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ხარჯზე. კრემლში აცხადებენ, რომ სომხეთმა ეს საკუთარი ხარჯებით უნდა გააკეთოს.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ რესპუბლიკა ევროკავშირთან დაახლოებისას ადრე თუ გვიან აღმოჩნდება სიტუაციაში, როდესაც მის მიერ მიღებული ნორმები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წესებს შეეწინააღმდეგება.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სომხეთმა მიიღო შეტყობინებები სომხეთიდან რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის შეზღუდვების შესახებ. მოსკოვში განაცხადეს, რომ ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 30 მაისიდან სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს შეზღუდავს. ასევე 22 მაისიდან დროებით შეიზღუდა ქვეყნიდან ყვავილების იმპორტი.