„ევრაზიის ეკონომიკური კავშირი“ ირანთან თავისუფალ სავაჭრო ზონას შექმნის
„ევრაზიის ეკონომიკური კავშირი“ ირანთან თავისუფალ სავაჭრო ზონას შექმნის

„ევრაზიის ეკონომიკური კავშირი“ ირანთან თავისუფალი ვაჭრობის ზონას შექმნის. შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.

როგორც რუსეთის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზეა ნათქვამი, აღნიშნული შეთანხმება დროებითია და მისი მოქმედების ვადა ოთხი წლით განისაზღვრა. დოკუმენტის მიხედვით, ირანთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის მიზანი სხვადასხვა პროდუქციის, ექსპორტის თუ იმპორტის დროს ნომენკლატურის შემცირება და ტვირთების მოძრაობის გამარტივებაა.

„ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა” და ირანს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერა რამდენჯერმე გადადიო.

„ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ ამჟამად რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელარუსი შედიან.