„ევოლუშენ გეიმინგის“ გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით აქციას მართავენ
„ევოლუშენ გეიმინგის“ გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით აქციას მართავენ

ონლაინ კაზინო „ევოლუშენ გეიმინგის“ გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კომპანიის მენეჯმენტს მიმართავენ და ხელფასის მატებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მოთხოვნების გამო, დამსაქმებელმა სამსახურიდან ათამდე თანამშრომელი გაათავისუფლა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი მოთხოვნებია, გაიზარდოს ხელფასი 50 პროცენტით და სამსახურში დააბრუნონ გათავისუფლებული თანამშრომლები. ამასთან, ისინი მოითხოვენ გარანტიას, რომ გაფიცვაში მონაწილე არც ერთი დასაქმებულის წინააღმდეგ არ გამოიყენონ რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება.

კომპანიის 350-ზე მეტი თანამშრომელი მეორე დღეა, გაფიცულია.