ევგენი პრიგოჟინი – რუსული არმიის ჯარისკაცები სანგრებიდან რომ გარბიან, ჯარისკაცების პრობლემა არ არის, პრობლემაა იმ ადამიანების, ვინც მართავენ და აძლევენ დავალებებს, თევზი ლპება თავიდან
FILE PHOTO: Founder of Wagner private mercenary group Yevgeny Prigozhin leaves a cemetery before the funeral of a Russian military blogger who was killed in a bomb attack in a St Petersburg cafe, in Moscow, Russia, April 8, 2023. REUTERS/Yulia Morozova
რუსული არმიის ჯარისკაცები სანგრებიდან რომ გარბიან, ჯარისკაცების პრობლემა არ არის, პრობლემა ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მართავენ მათ და აძლევენ დავალებებს, თევზი ლპება თავიდან, – ამის შესახებ კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.
პრიგოჟინის თქმით, თუ დავალება მიცემულია უკუღმა, ჯარისკაცი დატოვებს სანგრებს, რადგან აზრი არ აქვს უმიზეზოდ სიკვდილს.
„ჯარისკაცი შეიძლება, დაიღუპოს. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ასე, მაგრამ ჯარისკაცი არ უნდა დაიღუპოს ხელმძღვანელობის აბსოლუტური სისულელის გამო. თუმცა თანამდებობებზე მყოფი პოლკოვნიკები და გენერლები ვალდებულნი არიან, ეს სისულელე შეასრულონ, რადგან ზემოდან მიღებული ბრძანებები აბსოლუტურად დანაშაულებრივია“, – განაცხადა „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა.
ევგენი პრიგოჟინმა ასევე აღნიშნა, რომ დაპირებული შეიარაღების მხოლოდ 10 პროცენტი მიიღო, თუმცა 10 მაისს ბახმუტიდან არ გავა და კიდევ რამდენიმე დღე დაელოდება შეიარაღებას.