ევგენი პრიგოჟინი - როცა ჩავერთეთ ომში, არავის უთქვამს, რომ ვალდებულები ვიქნებოდით, შეთანხმებაზე ხელი მოგვეწერა, „ვაგნერის“ არცერთი მებრძოლი არ არის მზად, ამ სირცხვილის გზაზე კიდევ გაიაროს
ევგენი პრიგოჟინი - როცა ჩავერთეთ ომში, არავის უთქვამს, რომ ვალდებულები ვიქნებოდით, შეთანხმებაზე ხელი მოგვეწერა, „ვაგნერის“ არცერთი მებრძოლი არ არის მზად, ამ სირცხვილის გზაზე კიდევ გაიაროს

კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერი“ არ გააფორმებს კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

„როდესაც პირველად ჩავერთეთ ამ ომში, არავის უთქვამს, რომ ჩვენ ვალდებულები ვიქნებოდით, შეთანხმებებისთვის ხელი მოგვეწერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. „ვაგნერის“ არცერთი მებრძოლი არ არის მზად, ამ სირცხვილის გზაზე კიდევ ერთხელ გაიაროს. სწორედ ამიტომ, არცერთი მათგანი არ მოაწერს ხელს ამ კონტრაქტს“, – აღნიშნა პრიგოჟინმა.

ამასთან, პრიგოჟინმა დასძინა, რომ იმედოვნებს, მოიძებნება „კომპრომისული გამოსავალი“ პუტინსა და პარლამენტს შორის, რათა „ვაგნერის“ მებრძოლებს მიეცეთ სოციალური გარანტიები და მებრძოლის სტატუსი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას უბრძანა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ შეთანხმება საჭიროა.