ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერმა“ ჩამოაგდო ვერტმფრენი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა „სამოქალაქო კოლონას“, თუმცა არ მიუთითებს, სად და რა ვითარებაში მოხდა ეს
ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერმა“ ჩამოაგდო ვერტმფრენი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა „სამოქალაქო კოლონას“, თუმცა არ მიუთითებს, სად და რა ვითარებაში მოხდა ეს

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, „ვაგნერმა“ ჩამოაგდო ვერტმფრენი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა „სამოქალაქო კოლონას“. სად მოხდა ეს და რა ვითარებაში, პრიგოჟინი არ მიუთითებს. როგორც ადრე, მან მომხდარის მტკიცებულება არ გამოაქვეყნა.

არ არსებობს დადასტურება „ვაგნერის“ სამხედროების რეგულარულ არმიასთან შეტაკების შესახებ, ისევე როგორც იმ ფაქტის, რომ „ვაგნერის“ ძალები შეიჭრნენ როსტოვის რეგიონში.

ამავდროულად, თვითმხილველებმა „დოჟდს“ განუცხადეს, რომ დონის როსტოვში ვერტმფრენების ხმა ისმის. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა მიმართა რეგიონის მცხოვრებლებს და სთხოვა, არ დატოვონ სახლი საჭიროების გარეშე.

ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა რეკომენდაცია გაუწია რეგიონის მცხოვრებლებს, სამხრეთით გამგზავრებაზე უარი თქვან.

პარალელურად, როსტოვის მედია 161.ru თავისი მკითხველების ფოტოებსა და ვიდეოებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შენიღბულმა უცნობმა პირებმა ალყა შემოარტყეს სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბს, პოლიციის განყოფილებას, შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურის განყოფილებებს, ასევე როსტოვის ადმინისტრაციას. საგამოძიებო პროექტის Conflict Intelligence Team (CIT) დამფუძნებელი რუსლან ლევიევი მიიჩნევს, რომ როსტოვიდან გავრცელებულ ვიდეოებში, ნიღბიანი ადამიანები ტყვიამფრქვევებით აშკარად არ არიან „ვაგნერელები“. მისი თქმით, ისინი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები არიან.