ევერესტზე ორი ალპინისტი დაიღუპა

12:26, 24.05.2019
Photo: Camp IV, Mount Everest. Photo Courtesy: Garrett Madison

Photo: Camp IV, Mount Everest. Photo Courtesy: Garrett Madison

ევერესტის დალაშქვრის დროს ორი ალპინისტი დაიღუპა. ამის შესახებ „ჰიმალაიან თაიმსი“ ექსპედიციის ორგანიზატორის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ავსტრიელი და ინდოელი მთამსვლელები მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრის შემდეგ, ბანაკში დაბრუნების დროს დაიღუპნენ. მათი გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია.

როგორც „ჰიმალაიან თაიმსი“ იუწყება, 22 მაისი ევერესტის ისტორიაში ყველაზე გადატვირთული დღე აღმოჩნდა. ექსპედიციისთვის ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო მწვერვალი 200-დან 300-მდე მთამსვლელმა დალაშქრა. გამოცემის ცნობით, უმაღლეს მწვერვალზე ფეხის დადგმის მსურველების რიგიც კი გაჩნდა.

გამოცემის ცნობით, 2019 წლის სეზონზე ზღვის დონიდან 8848 მეტრის სიმაღლის მწვერვალის დალაშქვრის დროს სულ 16 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი