გიორგი მინდიაშვილი  - მიდა, ხაზი გავუსვა, რომ ასეთი კონსტრუქციული და საქმიანი დამოკიდებულება ამ საკითხში საკმაოდ მისასალმებელია
გიორგი მინდიაშვილი  - მიდა, ხაზი გავუსვა, რომ ასეთი კონსტრუქციული და საქმიანი დამოკიდებულება ამ საკითხში საკმაოდ მისასალმებელია

„ევექსის“ კლინიკების გაერთიანება ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურებების დეტალურ ხარჯთაღიცხვას სავარაუდოდ ხვალ მიაწვდის. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სამინისტროს გადაწყვეტილება, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებისათვის გარკვეულ მომსახურებებზე ერთიანი ტარიფების დაწესების შესახებ კერძო კლინიკებმა გააპროტესტეს.

ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო კლინიკებს შორის შეხვედრა გასულ კვირაში გაიმართა.

სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ შესაძლოა, გადაიხედოს 520-ე დადგენილებით გათვალისწინებული ტარიფები, თუკი კლინიკები სამინისტროს წარმოუდგენენ კონკრეტულ, არგუმენტირებულ ხარჯთაღიცხვას მათ მიერ გაწეული სერვისების შესახებ.

„ევექსის“ კლინიკების მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ სამინისტროსთნ კონსტრუქციული დიალოგის შედეგად კონკრეტული შედეგი იქნება მიღწეული.

„სამინისტროს ჰქონდა შეხვედრაზე საკმაოდ კონსტრუქციული პოზიცია, რაც ძალიან მისასალმებელია. მივიჩნევ, რომ შეხვედრამ ჩაიარა საკმაოდ საქმიანად, სადაც მივიღეთ კონკრეტული პირება, რომ ჩვენი მხრიდან არგუმენტირებული, დეტალური ხარჯთაღრიცხვების მიწოდების შემთხვევაში მოხდება მათი გათვალისწინება. ამჟამად ჩვენ ვამუშავებ აღნიშნულ ინფორმაციას, ხვალ მივაწვდით სამინისტროს და ამის შემდეგ ერთობლივად, შეჯერებულდ მივალთ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი კონსტრუქციული და საქმიანი დამოკიდებულება ამ საკითხში საკმაოდ მისასალმებელია და ძალიან ჯანსაღი პროცესია საბოლოო ჯამში“, – აცხადებს „ევექსის“ ქსელის დირექტორი გიორგი მინდიაშვილი.

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფები გათანაბრდა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კერძო კლინიკების ხელმძღვანელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, სამინისტროს მიერ დადგენილი დაბალი ტარიფები პაციენტების ხარისხიან მომსახურებას და კლინიკების გამართულ ფუნქციონირებას ვერ უზრუნველყოფს.