გიორგი მინდიაშვილი - 1 100 საწოლის გამოყოფას 2-3 კვირაში ვერ მოვახერხებდით, აპრილიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდი მოსამზადებლად რომ არ გამოგვეყენებინა
გიორგი მინდიაშვილი - 1 100 საწოლის გამოყოფას 2-3 კვირაში ვერ მოვახერხებდით, აპრილიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდი მოსამზადებლად რომ არ გამოგვეყენებინა

ჩვენ მთელი ზაფხულის განმავლობაში არ გაგვიჩერებია ტრეინინგები, ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით 2-3 კვირის განმავლობაში 1 100 საწოლის გამოყოფას, 6 000 გადამზადებული სამედიცინო პერსონალით, რომ არ გამოგვეყენებინა აპრილიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდი და სრულად გადამზადებისთვის არ დაგვეხარჯა, რაც მოვახერხეთ და ნამდვილად საამაყოა, – ამის შესახებ „ევექსის ჰოსპიტლების“ დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა, პრემიერ-მინისტრთან კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, კლინიკურ სასტუმროებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილია, სამედიცინო მომსახურება და განთავსებულია სხვადასხვა სახის სამედიცინო აპარატურა.

„დღეს გვქონდა ყოველ კვირეული გეგმიური შეხვედრა. ძირითადად შევეხეთ არსებული ჰოსპიტალური რესურსის ეფექტურად გამოყენების საკითხს, რაც გულისხმობს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჰოსპიტალებზე მომაგრებული კლინიკური სასტუმროები, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილია, როგორც სამედიცინო მომსახურება, გარკვეულ დონეზე თერაპიულიც, განთავსებულია სხვადასხვა აპარატურა, რაც მნიშვნელოვანია და სჭირდება პაციენტს. ეს მნიშვნელოვანია, რათა ჰოსპიტალური საწოლები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მძიმე პაციენტებისთვის. ვფიქრობ, უახლოესი პერიოდში ეს იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, რაზეც მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ მთელი ზაფხულის განმავლობაში არ გაგვიჩერებია ტრეინინგები, ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით 2-3 კვირის განმავლობაში 1 100 საწოლის გამოყოფას, 6 000 გადამზადებული სამედიცინო პერსონალით, რომ არ გამოგვეყენებინა აპრილიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდი და სრულად გადამზადებისთვის არ დაგვეხარჯა, რაც მოვახერხეთ და ნამდვილად საამაყოა. რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული ხარვეზები, ბუნებრივია, გარკვეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, არ არსებობს არც ერთი საქმე გარკვეული ხარვეზის გარეშე“, – აღნიშნა გიორგი მინდიაშვილმა.