ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად შეკრებილი მრევლი ლოცვასთან ერთად, თეატრალიზებულ წარმოდგენას მართავს. სპეციალურად მომზადებული სიტყვით უფლის ღვაწლისა და საქმის შესახებ მრევლს პასტორი მიმართავს.

საზეიმო მსახურება 11:00 საათიდან მიმდინარეობს.

„ყველას ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, რადგან ეს დღე არის სიცოცხლის ზეიმის დღესასწაული და სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული. როგორც ბიბლია ამბობს, ის აღდგა მესამე დღეს და ის ცოცხალია. მან დაამარცხა სიკვდილი არა მარტო თავისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის. ბიბლია ამბობს, რომ მის ხელშია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები, მან გადაკეტა კარები კაცობრიობისთვის, ვინც ირწმუნებს, რომ დახსნილი იყოს სიკვდილისგან და ჯოჯოხეთისგან.

თითოეული ქრისტიანისთვის ეს დღე მნიშვნელოვანია. თუ გვწამს აღდგომის, მაშინ ჩვენ გვაქვს რწმენა იმისა, რომ ღმერთს შეუძლია ნებისმიერი მკვდარი მდგომარეობის შეცვლა და სიკვდილზე გამარჯვება. ქვეყანა, რომელსაც სწამს ქრისტეს აღდგომის, მას აქვს შანსი, რომ არანაირი სიკვდილი და უკუსვლა არ უნდა ემუქრებოდეს, ერს აქვს მომავალი და გამარჯვება. გილოცავთ ყველას, იხარეთ და იმხიარულეთ“, – აცხადებს საქართველოს „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიების უფროსი პასტორი მამუკა ჯებისაშვილი.