ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში სააღდგომო ღვთისმსახურება გაიმართა
ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში სააღდგომო ღვთისმსახურება გაიმართა

​ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ღვთისმსახურება – ქადაგება, ლოცვა და ევქარისტია გაიმართა.

„ეს არის სინათლის სიბნელეზე გამარჯვება, ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება. მინდა, ყველას მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული“, – განაცხადა ევანგელურ-ბატისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა.

სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 03:00 საათისთვის დაიწყება ფესტივალი, სადაც ახალგაზრდა მრევლი წაიკითხავს ლექსებს და სიმღერებს შეასრულებს.
დილის 05:00 საათისთვის ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მსახურები, მრევლთან ერთად, ავტობუსებით ქალაქგარეთ, ტაბახმელას ტერიტორიაზე გავლენ, სადაც ცისკრის ლოცვას აღავლენენ.