ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ქრისტეს შობას ზეიმობენ [ვიდეო-ფოტო]

თბილისში, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ღვთისმსახურება ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში 00:00 საათზე დაიწყო. ამ დროს ეკლესია ჩაბნელდა და კარიდან სანთელი შემოიტანეს, რაც სიმბოლურად შობის დადგომას ნიშნავს.

ლიტურგიის დროს ეკლესიაში საშობაო საგალობლებს 17 ენაზე ასრულებენ.