ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს
ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს

​ევანგელურ-ლუთერული ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. შერიგების ეკლესიაში (ტერენტი გრანელის 15) სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს.

მას ეპისკოპოსი მარკუს შოხი ატარებს.

ბავშვები თეატრალურ წამოდგენას უჩვენებენ მრევლს, რომელიც აღდგომის თემაზეა მომზადებული.

აღდგომის დღესასწაულს წინ 40-დღიანი მარხვა უძღოდა. ხუთშაბათს შერიგების ეკლესიაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კონსერვატორიის გუნდმა კონცერტი გამართა.

მსახურების დასრულების შემდეგ, დღესასწაულზე მისულ სტუმრებს ჩაით გაუმასპინძლდებიან.