ევანდერ ჰოლიფილდი - უსიკისა და ფიურის ორთაბრძოლა უკრაინელის გამარჯვებით დასრულდება #1TVSPORT
ევანდერ ჰოლიფილდი - უსიკისა და ფიურის ორთაბრძოლა უკრაინელის გამარჯვებით დასრულდება #1TVSPORT

ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ევანდერ ჰოლიფილდმა ოლეკსანდრ უსიკისა და ტაისონ ფიურის მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

თანამედროვე კრივის სამყაროში უკრაინელისა და „ბოშათა მეფის“ ეპოქალური ორთაბრძოლა თებერვალს, ელ-რიადში (საუდის არაბეთი) გაიმართება.

„მიმაჩნია, რომ უსიკი გაიმარჯვებს, – განაცხადა ევანდერ ჰოლიფილდმა, – უკრაინელი ძალიან სახიფათო და მაგარი მოკრივეა. არ მგონია, რომ ტაისონ ფიური მასთან კონკურენციას გაუძლებს, განსაკუთრებით კი იმის გათალისწინებით, დროის კონკრეტულ ინტერვალში რომელს რამდენი გასროლა (დარტყმა) შეუძლია“.

ბრიტანელი ტაისონ ფიური და უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკი სუპერმძიმე წონაში წლის მთავარი დაპირისპირების გამარჯვებულსა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ვინაობას 17 თებერვალს გაარკვევენ.