ტაისონ ფიურის პრომოუტერი - უსიკს ერთი აშკარა სისუსტე აქვს, უცნაურია, რომ ამას არავინ იყენებს #1TVSPORT
ტაისონ ფიურის პრომოუტერი - უსიკს ერთი აშკარა სისუსტე აქვს, უცნაურია, რომ ამას არავინ იყენებს #1TVSPORT

უკრაინელი და ბრიტანელი მოკრივეების დაპირისპირება, მრავაწლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს ახალი აბსოლუტური ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს და, შესაბამისად, სპორტის ამ სახეობის მოყვარულები უსიკისა და ფიურის რინგზე შეხვედრას დიდი ინტერესით ელიან.

ტაისონ ფიურის პრომოუტერმა, ფრენკ უორენმა ოლეკსანდრ უსიკის ერთ სისუსტეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძალიან უკვირს, როცა ამას უკრაინელის მეტოქეები არ იყენებენ.

„ტაისონ ფიურის აქვს უნიკალური თვისება, ზუსტად შეამჩნიოს მეტოქის სუსტი წერტილი და შესაბამისად მოიქცეს. უსიკსაც აქვს „აქილევსის ქუსლი“. ძალიან უცნაურია, რომ ამას უსიკის მეტოქეები ვერ ამჩნევენ და თავიანთ სასარგებლოდ არ იყენებენ. საქმე ისაა, რომ ოლეკსანდრს ცუდად გადააქვს კორპუსში მიყენებული დარტყმები, რაც ტაისონს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს“, – მიაჩნია „ბოშათა მეფის“ პრომოუტერს.