უსიკმა ფიურისთან გასამართი ბრძოლის თარიღზე ისაუბრა - უკრაინელი იმედოვნებს, რომ „ბოშათა მეფეს“ 18 მაისს დაუპირისპირდება #1TVSPORT
უსიკმა ფიურისთან გასამართი ბრძოლის თარიღზე ისაუბრა - უკრაინელი იმედოვნებს, რომ „ბოშათა მეფეს“ 18 მაისს დაუპირისპირდება #1TVSPORT

მძიმეწონოსანი ჩემპიონების, ოლეკსანდრ უსიკსა და ტაისონ ფიურის შორის გასამართი ბრძოლის თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

უკრაინელი და ბრიტანელი მოკრივეების ორთაბრძოლა, რომელიც მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს, თებერვალში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ „ბოშათა მეფემ“ სპარინგის დროს ტრავმა მიიღო და უსიკთან მისი დაპირისპირება დაგეგმილ დროს აღარ გაიმართება.

„ზუსტი თარიღი არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ჩვენი ორთაბრძოლა 18 მაისს 70 პროცენტის ალბათობით გაიმართება. თუმცა, რათქმა უნდა, ეს ადრე თუ გვიან მაინც აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა ოლეკსანდრ უსიკმა.

WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ პროფესიულ რინგზე 34 ბრძოლაში 33 გამარჯვება მოიპოვა. WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონ უსიკს კი 21-დან 21 მოგება აქვს.