ევა გოცირიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არ უნდა მიეღო ელენე ხოშტარიას, თამარ კორძაიასა და ზურაბ ჯაფარიძის სარჩელი, რადგან კონსტიტუცია არ არეგულირებს ბოიკოტისა და რევოლუციების საკითხებს
ევა გოცირიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არ უნდა მიეღო ელენე ხოშტარიას, თამარ კორძაიასა და ზურაბ ჯაფარიძის სარჩელი, რადგან კონსტიტუცია არ არეგულირებს ბოიკოტისა და რევოლუციების საკითხებს

საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არ უნდა მიეღო ელენე ხოშტარიას, თამარ კორძაიასა და ზურაბ ჯაფარიძის სარჩელი, რადგან კონსტიტუცია არ არეგულირებს ბოიკოტისა და რევოლუციების საკითხებს, – ამის შესახებ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ევა გოცირიძემ განაცხადა.

სარჩელთან დაკავშირებით ცხრა მოსამართლიდან განსხვავებული აზრი მხოლოდ ევა გოცირიძემ გამოთქვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გეგმავს, დაიწყოს დეპუტატების სარჩელის არსებითი განხილვა, რომლითაც მოსარჩელეები მოითხოვენ, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს პარლამენტის 2 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დეპუტატებს, მათი მიმართვის მიუხედავად, არ შეუწყვიტეს სადეპუტატო უფლებამოსილება.

საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყება