ევა ბოჭორიშვილი - ბიზნესსაზოგადოებას გავაცანით Galt&Taggart-ის ხედვა ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით, განვიხილეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მაღალი ზრდის ტემპები გაგრძელდეს
დღეს ბიზნესსაზოგადოებას გავაცანით Galt&Taggart-ის ხედვა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით. გავეცით კითხვებს პასუხი, რა იწვევს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, რა არის ზრდის ძირითადო წარმმართველი ფაქტორები, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის დირექტორმა, ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, განიხილეს, რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ზრდის ტემპების გასაგრძელებლად.
„როგორც მოგეხსენებათ, მუდმივად აქტუალურია კითხვა, რამდენად მდგრადია ეკონომიკურო ზრდის მაღალი ტემპები, რამდენად შენარჩუნდება მომავალში. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ გავეცით კითხვებს პასუხი, რა იწვევს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, რა არის ზრდის ძირითადო წარმმართველი ფაქტორები. ასევე, ამ კონტექსტში განვიხილეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალ წლებშიც მაღალი ზრდის ტემპები გაგრძელდეს. შევეხეთ საქართველოს ეკონომიკის როგორც ძლიერ მხარეებს, ასევე გამოწვევებს. ძლიერი მხარეები არის ის, რომ ჩვენ გვაქვს დივერსიფოცირებული ეკონომოკა, ზრდა არ არის დამოკიდებულო ერთ რომელიმე დარგზე. ასევე კავშირები უცხოელ პარტნიორებთან არის დივერსიფიცირებული. მიმზოდველია ბიზნესგარემო და ეს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში არის ასახული. ბოლოს ფისკალური დისციპლინა არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერი მხარე – ვალის დაბალ დონეზე შენარჩუნება და ფისკალური დეფიციტის დაბალი დონე.
რაც შეეხება გამოწვევებს, გამოწვევები არის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ხაზი გავუსვით როგორც შიდა ინვესტიციებს, ასევე საგარეო ინვესტიციებს და ამ კუთხით მნიშვნელოვანი არის მუშაობის დაჩქარება, რათა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. აქ მნიშვნელოვანი როლი აქვს სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ვფიქრობთ, ინფრასტრუქტურული პროექტების წილი მშპ-სთან მიმართებით რაც ზოგადად ბოლო წლებშია, უნდა შენარჩუნდეს მომდევნო წლებშიც. სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ტურიზმში, სოფლოს მეურნეობაში, ენერგეტიკაში გვჭირდება ინფრასტრუქტურის მაღალი ხარჯები. ბოლოს, გამოწვევა არის სამუშაო ძალის უნარები და სპეციალისტების ნაკლებობა. ვფიქრობთ, ამ გამოწვევების საპასუხო ნაბიჯები თუ იქნება, გვაქვს შესაძლებლობა, ეკონომიკური ზრდის ტემპები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდეს მომდევნო წლებშიც“, – განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.