ეუთო-ს წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილს აფხაზების მიერ გამოგზავნილი ღვინო გადასცა
ეუთო-ს წარმომადგენელმა, რუდოლფ მიხალკამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აფხაზების მიერ გამოგზავნილი ღვინო გადასცა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თავად სალომე ზურაბიშვილი წერს.
„ამ საჩუქრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც თითქმის ყველა კონტაქტი კონფლიქტის ზონასთან გაყინულია“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
The @OSCE Representative Rudolf Michalka came by my office today and passed on a wonderful gift of #wine bottles sent by #Abkhaz civilians. Thank you very much, as these gifts bear special importance at a time when almost all contacts with the conflict zone are frozen. pic.twitter.com/mmEWBMCDpx
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) 15 March 2019