ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა

ეუთო-ს 24-ე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, რუმინეთი და პოლონეთი. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მიმართ საკუთარი მხარდაჭერა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობართა  ჯგუფში შემავალი ქვეყნებისსაგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს 24-ე მინისტრთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხრიდან წელსაც  იგეგმება საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მიღება.

საქართველოს საგარეო საქმეთა პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ  ეუთო-ს ფარგლებში, სადაც წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის პოზიციის გამო კონსენსუსის  არარსებობის შედეგად ვერ მიიღებოდა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება, მოიძებნა ფორმატი, სადაც შესაძლებელი გახდა საქართველოს თაობაზე დოკუმენტის მიღება. მისი ინფორმაციით, წლევანდელ განცხადებაში, ისევე როგორც გასულ წელს, საუბარი იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკაზე და ადამიანის უფლებათა მხრივარსებულ  იმ კონკრეტულ დარღვევებზე რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ რეგიონებში. 

დავით ზალკალიანის განცხადებით, წელს საქართველოს მეგობართა ჯგუფის საკუთარ განცხადებაში ასევე განსაკუთრებულ ყურადღებასდაუთმობს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული და პოლიტიკური რეფორმების განხორციელების, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. კიდევ ერთხელ გამოიხატება მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ.

 

დატოვე კომენტარი