ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-სხდომის ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მეგობართა ჯგუფში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ხვალ ეუთო-ს სხდომაზე ერთობლივ განცხადებას მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების სათანადო წარმოჩენას ორაგანიზაციის ფარგლებში.

საქართველოს მეგობართა ჯგუფში შედიან: ბულგარეთი, კანადა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ნორვეგია, აშშ და დიდი ბრიტანეთი.