ეუთო-ში რუსეთის მისია - წნელისის გარშემო კრიზისი აჩენს საჭიროებას, დაიწყოს მოლაპარაკებები „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ“
ეუთო-ში რუსეთის მისია - წნელისის გარშემო კრიზისი აჩენს საჭიროებას, დაიწყოს მოლაპარაკებები „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ“

წნელისის გარშემო კრიზისი აჩენს საჭიროებას, დაიწყოს მოლაპარაკებები „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ“, – ამის შესახებ განცხადებას ეუთო-ში რუსეთის მისია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საერთო ძალისხმევის გადამწყვეტი მიღწევა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში არის 12 წლის განმავლობაში საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ღია კონფრონტაციის გამორიცხვა. ეს ფორმატი გადაიქცა სანდო არხად მდგრადი, მრავალმხრივი დისკუსიისთვის სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე. სოფელ წნელისის გარშემო კრიზისი აჩენს საჭიროებას, დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ. ეს მოლაპარაკებები გარდაუვალია. ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტების მიღება, ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, არის გადამწყვეტი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. ასეთი ვალდებულება ეფექტურად მოახდენდა დაძაბულობის განმუხტვას რეგიონში და შექმნიდა პირობას საბოლოო მშვიდობის დასამკვირდებლად და საკითხის პოლიტიკური მოგვარებისთვის ამ ქვეყნებს შორის სამხრეთ კავკასიაში“, – ნათქვამია ეუთო-ში რუსეთის მისიის „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.