ეუთო-ში ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა წაიკითხა განცხადება, რომელსაც საქართველოც უერთდება
ეუთო-ში ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა წაიკითხა განცხადება, რომელსაც საქართველოც უერთდება

ეუთო-ში ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა, რასა ოსტრაუსკაიტემ ეუთო-ს მინისტერიალზე წაიკითხა განცხადება, რომელსაც, მისი თქმით, შეუერთდნენ შემდეგი სახელმწიფოები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ისლანდია და სან მარინო.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობისა და ეუთო-ს პრინციპებისა და ვალდებულებების უხეშ დარღვევას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და სრულად, წინაპირობების გარეშე გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყებით დაარღვია ის პრინციპები და ვალდებულებები, რომლებზეც დაფუძნებულია ევროპული უსაფრთხოება. საუბარია ჰელსინკის აქტსა და პარიზის ქარტიაში, ასევე გაერო-ს ქარტიაში განსაზღვრულ პრინციპებზე. ესენია: ძალის გამოუყენებლობა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, საზღვრების ურღვეობა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა.

რუსეთი ამ პრინციპებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს წლების განმავლობაში, მათ შორის, საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს. ეს პრინციპები მოლაპარაკებების საგანი არ გახდება და არ გადაიხდება. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას და გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მუშაობას რეფორმების განსახორციელებლად ევროინტეგრაციის გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ეუთო-ში ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა წაიკითხა.