ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის დელეგაცია - შეშფოთებას გამოვთქვამთ ზაზა გახელაძის დაკავების გამო და ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის დელეგაცია - შეშფოთებას გამოვთქვამთ ზაზა გახელაძის დაკავების გამო და ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაკავების გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის დელეგაციის განცხადებაში.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ შეშფოთებას და აღვნიშნავთ, რომ გახელაძეს თვითნებურად მიუსაჯეს 12,5 წელი და ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მოგზაურობის უფლება. ეს მიმდინარე დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებები (რომელიც პანდემიის მიუხედავადაც გრძელდება) გამიზნულად არის შექმნილი რეგიონში დესტაბილიზაციისთვის და პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებზე. ეს უნდა შეწყდეს. ჩვენ აღვნიშნავთ ამ კონტექსტში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობის მნიშვნელობას და მოვუწოდებთ რუსეთს, რომ საშუალება მისცეს მათ შეასრულონ საკუთარი მისია, რომ განახორციელონ მონიტორინგი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ყველა მხარეს. ჩვენ ურყევი ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ 2008 წლის 6-პუნქტიანი შეთანხმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებისას რუსმა სამხედროებმა ის ფეხის არეში დაიჭრეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.