ეუთო-ში ბრიტანეთის წარმომადგენელი - რუსეთი აგრძელებს ყირიმის ოკუპაციას და არღვევს გაერო-სა თუ ეუთო-ს ფინალურ შეთანხმებებს
ეუთო-ში ბრიტანეთის წარმომადგენელი - რუსეთი აგრძელებს ყირიმის ოკუპაციას და არღვევს გაერო-სა თუ ეუთო-ს ფინალურ შეთანხმებებს

იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც ჩვენმა სამდღიანმა დებატებმა აჩვენა, – ამის შესახებ ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ჯონ ვიტინდეილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციები ბოლო 20 წელია ფაქტობრივად არ შეცვლილა. მათ შორის დნესტრისპირეთის, სამხრეთ ოსეთისა თუ აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებით. სამივე კონფლიქტი რჩება გაყინული, რუსეთის კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.

ჯონ ვიტინდეილის თქმით, რუსეთი აგრძელებს ყირიმის ოკუპაციას და არღვევს გაერო-სა თუ ეუთო-ს ფინალურ შეთანხმებებს.

„ის აგრძელებს დონბასში სეპარატიზმის მხარდაჭერას, აგრძელებს ჰიბრიდულ ომს სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის კიბერთავდასხმებითა და დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევის გზით აშშ-სა თუ საფრანგეთში. ჩემს ქვეყანაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, – აღნიშნა ბრიტანეთის წარმომადგენელმა.

მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომელთაც საკუთარი ტერიტორიიდან რუსი დიპლომატები გააძევეს.

„რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამჭვირვალე და სრული ინფორმაცია მოგვაწოდოს ინციდენტზე და დაუჭიროს ამ და მომდევნო დეკლარაციებს მხარი. ეს რეზოლუციები უნდა გავიდეს. ამის გარეშე ამ ორგანიზაციის რეპუტაცია ეჭვქვეშ დგება“, – დასძინა ჯონ ვიტინდეილმა.