ეუთო-ში აშშ-ის წარმომადგენელი - აშშ-ს სურს, დაეხმაროს მხარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში, ამ მიზნის მიღწევას აქტიურად შევეცდებით
ეუთო-ში აშშ-ის წარმომადგენელი - აშშ-ს სურს, დაეხმაროს მხარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში, ამ მიზნის მიღწევას აქტიურად შევეცდებით

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებულ დაპირისპირებას ეუთო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გამოეხმაურა.

„მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, რუსეთის ფედერაცია, აშშ, საფრანგეთი აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესებში. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აზერბაიჯან-სომხეთის საკითხის გამოწვევებს“, – განაცხადა ჯეიმს გილმორმა.

გილმორმა ასევე აღნიშნა, რომ საუბრობს არა მინსკის ჯგუფის, არამედ აშშ-ის სახელით.

„მე განვაცხადე, რომ მნიშვნელოვანია, თანათავმჯდომარეები იყვნენ გამჭვირვალეები და აქტიურები, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნებს შუამავლობითაც დაეხმარონ. აშშ-ს სურს, დაეხმაროს მხარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიან, მშვიდობიან გადაწყვეტაში და ჩვენ ამ მიზნის მიღწევას აქტიურად შევეცდებით“, –  განაცხადა გილმორმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.