ეუთო-ში აშშ-ის მისია ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ეუთო-ში აშშ-ის მისია ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ეუთო-ში აშშ-ის მისია ოკუპირებული რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„აშშ ცნობილი ქართველი ექიმისა და საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, რომელსაც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი დაკავება შეუფარდა.

დამატებით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დასრულდეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლა ამ რეგიონებში, ისევე, როგორც უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი