ეუთო-ში აცხადებენ, რომ საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია მუშაობას დღეიდან იწყებს
ეუთო-ს ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია მუშაობას დღეიდან იწყებს.
„საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია დღეს იწყებს მუშაობას. 24 თებერვლამდე ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია [email protected]ზე“, – აღნიშნულია ეუთო-ს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 29 იანვარს საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმი“ ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა.
The OSCE #MoscowMechanism expert mission on 🇬🇪#Georgia takes up its work today. Any relevant information may be submitted to [email protected] until 24 February.
Find out more: https://t.co/g1qm2gN1Jt
— OSCE/ODIHR (@osce_odihr) February 11, 2026