ეუთო-ს სპეციალური მისიის დამკვირვებლებმა დონბასში რუსი სამხედროების რამდენიმე ათეული სამხედრო ტექნიკა აღმოაჩინეს
ეუთო-ს სპეციალური მისიის დამკვირვებლებმა დონბასში რუსი სამხედროების რამდენიმე ათეული სამხედრო ტექნიკა აღმოაჩინეს

ეუთო-ს სპეციალური მისიის დამკვირვებლებმა დონბასში რუსი სამხედროების რამდენიმე ათეული სამხედრო ტექნიკა აღმოაჩინეს. ეუთო-ს სპეციალური მისიის მოხსენების თანახმად, დონბასში აღმოჩენილ სამხედრო ტექნიკას შორის არის ტანკები, „გრადები“, ნაღმმტყორცნები, ჰაუბიცები და ქვემეხები.

ეუთო-ს მისიამ კონფლიქტის ზონაში ასევე აღმოაჩინა ზალპური ცეცხლის სამი რეაქტიული სისტემა, რომელიც დასახლებულ პუნქტ მირნოეს მახლობლად საკონტაქტო ხაზთან არის განთავსებული.

ეუთო-ს მისიის ინფორმაციით, ორ საწვრთნელ პოლიგონზე კრუგლიკის და მირნი ლუგანსკის ოლქებთან, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ამჟამად ვერ აკონტროლებს, დამკვირვებლებმა 67 ტანკი, 20 ჰაუბიცა, ექვსი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი და სამი ნაღმტყორცნი შენიშნეს.