ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - მოწოდებული ვართ, არჩევნების შედეგები განსაზღვროს ხალხის ნებამ და არა გარე გავლენებმა აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან
როგორც არჩვენების დამკვირვებლები, მოწოდებული ვართ, უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ნებამ განსაზღვროს არჩევნების შედეგები და არა – გარე გავლენებმა, იქნება ეს აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, „როცა აქტორები, შესაძლოა, პრევენციულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ შედეგებს, როგორც უსამართლოს, როცა ხელიდან ეცლებათ გამარჯვება, არჩევნებზე დაკვირვება არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი“.
„ამ შემოდგომამ აჩვენა ეუთო-ს შეუცვლელი როლის მნიშვნელობა დემოკრატიული გამძლეობის გაძლიერებაში. 2024 წელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია, ყველაზე აქტიური არჩევნების დაკვირვების სეზონის შესრულებით. 500 დამკვირვებელი იქნა გაგზავნილი ამერიკაში, ევროპაში და ცენტრალურ აზიაში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უზბეკეთში, რითიც მოხდა ჩვენი მტკიცე ვალდებულების დემონსტრირება ეუთო-ს რეგიონში დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მიმართ.
მზარდი პოლარიზაციის ეპოქაში, როცა პოლიტიკური აქტორები, შესაძლოა, პრევენციულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს, როგორც უსამართლოს, როცა გამარჯვება ხელიდან ეცლებათ, არჩევნების დაკვირვების მნიშვნელობა არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი.
როგორც არჩვენების დამკვირვებლები, მოწოდებული ვართ, უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ნებამ განსაზღვროს არჩევნების შედეგები და არა – გარე გავლენებმა, იქნება ეს აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან.
ეს ძალისხმევა, რომელიც განხორციელდა მჭიდრო თანამშრომლობით დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან და ჩვენს პარტნიორ ასამბლეებთან, მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლად. ისინი იცავენ პრინციპებს, რომლებიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ხალხს, რაც უზრუნველყოფს ყველაზე სტაბილურ და უსაფრთხო მომავალს“, – განაცხადა პია კაუმამ.