ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - გამოვხატავ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართ, საქართველო ასრულებს მნიშვნელოვან როლს რეგიონულ სტაბილურობაში
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - გამოვხატავ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართ, საქართველო ასრულებს მნიშვნელოვან როლს რეგიონულ სტაბილურობაში

მინდა, მივულოცო და წავახალისო საქართველო, რომ იდგმება საჭირო ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის მიმართულებით, ამას ჩვენ მხარს ვუჭერთ. მსურს, დავაფასო საპარლამენტო მუშაობა და იმ რეფორმებთან დაკავშირებით გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა, რომლებსაც ატარებთ, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

როგორც პია კაუმამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ის მხარს უჭერს საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს.

„როდესაც ვსაუბრობთ არჩევნებზე დაკვირვებაზე, როგორც იცით, ეუთო-ს საპარლამენტო მისია სადამკვირვებლო მისიებს ახორციელებს ხოლმე. ჩვენ ეს გავაკეთეთ წინა არჩევნებზეც და იმედი მაქვს, ასევე მოგვიწვევთ მომდევნო წელს, როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები. ასევე, მსურს, გამოვხატო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და, ამავდროულად, აღვნიშნო, რომ თქვენ გაქვთ ძალიან გადამწყვეტი ფუნქცია სამხრეთ კავკასიაში, ასრულებთ კონსტრუქციულ და ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონული სტაბილურობის კუთხით“, – განაცხადა კაუმამ.