ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში რეზოლუციის პროექტს - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მხარი დაუჭირეს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში რეზოლუციის პროექტს - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მხარი დაუჭირეს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, პოლიტიკის საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მხარი დაუჭირა.

რეზოლუციის პროექტს 45-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, სამი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ხუთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტი 17 პუნქტისგან შედგება. ერთ-ერთის მიხედვით დაგმობილია დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და რუსეთს ევალება, ხელი არ შეუშალოს გამოძიებას.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუშვას საერთაშორისო მონიტორები. ტექსტში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობაზე.