ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სოფიო ქაცარავას ინიციატივით, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის მომხსნებლებიც იყვნენ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი.

ღონისძიებაზე გაიმართა ფოტოგამოფენა, 100 წლის პარლამენტარიზმის ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

„ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის. ამჯერად ჩავატარეთ 100 წლის პარლამენტარიზმის ღონისძიება, რომელზეც იყო ძალიან დიდი ინტერესი, სადაც ვისაუბრე ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მოვაწყვეთ ფილმის ჩვენება და ღვინის დეგუსტაცია“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

თავის მხრივ, როგორც ბუნდესტაგის წევრმა, დორის ბარნეტმა განაცხადა, „საქართველოში არის ძლიერი და მყარი დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გამოხატვის თავისუფლება და გამართული საპარლამენტო სისტემა”.

საქართველოს, როგორც საინტერესო ისტორიისა და ღვინის უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარკ პრიჩარდმა.

„საქართველო მრავალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა თავისი ისტორიითა და უძველესი ღვინის კულტურით, ესტუმრეთ საქართველოს, ვინც არ ყოფილხართ ჯერ“, – განაცხადა პრიჩარდმა.

​ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის, ავსტრიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების პარლამენტარები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.