ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა [ფოტო]

18:30, 30.03.2022

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

პოლონეთის პირველ დიპლომატს ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს.

ზბიგნევ რაუ საქართველოს დღეს ეწვია. ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

მსგავსი