ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებენ, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის შემდგომი გამწვავება
ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებენ, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის შემდგომი გამწვავება

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ისინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას გმობენ და მხარეებს მოუწოდებენ, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იყოს აცილებული სიტუაციის შემდგომი გამწვავება. თანათავმჯდომარეები ასევე მოუწოდებენ მხარეებს, გამოიყენონ მათ შორის არსებული საკომუნიკაციო არხები იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს.

„მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები გმობენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას და მოუწოდებენ მხარეებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავება თავიდან იქნას აცილებული“,- ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი