ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა და განაახლონ მოლაპარაკებები
ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა და განაახლონ მოლაპარაკებები

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის შეხების ხაზზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ გავრცელებულ ცნობების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ამის შესახებ ნათქვამია ეუთოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას და მწუხარებას გამოვთქვამთ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა და განაახლონ მოლაპარაკებები, რათა კონფლიქტის გადაჭრის მდგრადი გამოსავალი იყოს მოძიებული“, – აცხადებენ ეუთო-ში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ვითარება დღეს დილიდან დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. როგორც იუწყებიან არის მსხვერპლი როგორც სამხედროებს, ისე მოქალაქეთა შორის.